თემა: სამკუთხედი, სამკუთხედის ელემენტები
მიზანი: განსაზღვრავს სამკუთხედს, ასახელებს სამკუთხედის ძირითად ელემენტებს, ახდენს სამკუთხედის კლასიფიკაციას კუთხეებისა და გვერდების მიხედვით, იცის სამკუთხედის უტოლობ და იყენებს პრაქტიკულად.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:
მათ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
- ასახელებს ფიგურას მისი ნიშან-თვისებების მიხედვით, მსჯელობს ფიგურის ამოსაცნობად მათი საკმარისობის/არასაკმარისობის შეახებ.
მათ.VII.10. მოწავლეს
შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შეაბამისად.
- აგებს დასმული ამოცანის შესაბამის ნახაზს და ადეკვატურად იყენებს ასოით აღნიშვნებს.
აქტივობა1. საშინაო დავალების შემოწმება (5 წთ)
"ვიზუალურად" გაუგებარი ამოცანის ამოხსნა მოსწავლეების მონაწილეობით. გაკვეთილის დასრულების შემდეგ გროვდება დავალების რვეულები მასწავლებლის მიერ, განიხილება დაწვრილებით.
აქტივობა2. გონებვრივი იერიში (5 წთ)
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ შესწავლილი გეომეტრიული ფიგურები ,,გონებაში," შემდეგ უჩვენებს პროექტორზე ფიგურებს და სთხოვს დაასახელონ ისინი კითხვა- პასუხის საშუალებით მასწავლებელთნ ერთდ. მოსწავლეები თვითნ განსაზღრავენ სამკუთხედს და შემდეგ მასწავლებელი დააზუსტებს.
აქტივობა 3. ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე (5 წთ)
მასწავლებელს აქვს წინაწარ გამზადებული დიაგარამა და სთხოვს შეავსონ ,,ვიცი" და ,,მინდა ვიცოდე" სვეტები
აქტივობა 4. დამოუკიდებელი სამუშაო (5 წთ)
მასწვლებელი ხაზავს სამი სხვადასხვა სიგრძის მონაკვეთსა და სთხოვს მოსწავლეებს ააგონ სამკუთხედი ფარგლისა და სახაზავის საშუალებით. მოსწავლეები ვერ აგებენ სამკუთხედს, რის შემდეგ მასწავლებელი ცვლის ერთ-ერთი სიგრძის მონაკვეთს და აკეთბენ დასკვნას, რომ სამკუთხედის არსებობისთვის აუცილებელია ორი გვერდის ჯამი მეტი იყოს მესამეზე.
აქტივობა5. ჯგუფური მუშაობა (10 წთ)
მასწავლებელი კლასს ყოფს 2- ჯგუფად და ერთ ერთ ჯგუფს აძლევს დავალებას მოახდინოს სამკუთხედის კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით. მეორე ჯგუფს აძლევს დავალებას მოახდინონ სამკუთხედის კლასიფიკაცია გვერდების მიხედვით. შემდეგ გააკეთონ პრეზენტაცია.
აქტივობა / შეჯამება / (11 წთ)
მასალის ათვისების ხარისხის შემოწმების მიზნით მასწავლებელი ითხოვს გააკეთონ სახელმძღვანელოდან ტესტები, რის შემდეგ უბრუნდებიან აქტივობა 3-ს და ავსებენ
,,რა ვისწავლე" გრაფას. ეს დაეხმარება მასწავლებელს მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენაში და მომდევნო გაკვეთილის უკეთ გაგებაში.
საშინაო დავალება: (2 წთ)
შეფასება: განმსაზღვრელი. საკლასო მუშაობის შეფასების სქემის მიხედვით
რესურსი: სახელმძღვანელო VIIკლ. ავტორები: გ.გოგიშვილი ა.ვეფხვაძე
რვეული, კალამი, ფანქარი, სახაზავი, ფარგალი, კომპიუტერი, პროექტორი.
საშინაო დავალება: (2 წთ)
შეფასება: განმსაზღვრელი. საკლასო მუშაობის შეფასების სქემის მიხედვით
რესურსი: სახელმძღვანელო VIIკლ. ავტორები: გ.გოგიშვილი ა.ვეფხვაძე
რვეული, კალამი, ფანქარი, სახაზავი, ფარგალი, კომპიუტერი, პროექტორი.
No comments:
Post a Comment